დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალის, მონბლანის სიმაღლე ორი მეტრით შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, მთის სიმაღლე ახლა 4 805,59 მეტრს შეადგენს, რაც 2.22 მეტრით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ეს, შესაძლოა, გამოწვეული იყოს, ზაფხულში ნალექის რაოდენობის ცვლილებით.
გეოდეზიური სამსახურის უფროსის, ჟან დე გარის თქმით, ასეთი რამ ადრეც დაფიქსირებულა. მისი თქმით, მთის სიმაღლე, შესაძლოა, ორ წელიწადში ისევ გაიზარდოს.
მეცნიერების თქმით, სიმაღლის ცვლილება, რომელიც დამოკიდებულია თოვლსა და დნობაზე, ნორმალურია, ამიტომ შესაძლებელია, რომ მომავალში მთამ დაკარგული სიმაღლე დაიბრუნოს.
2017 წელს საფრანგეთის, იტალიისა და შვეიცარიის – იმ სამი ქვეყნის ხელისუფლლებებმა, რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობს მთა, იუნესკო-ს მონბლანის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დამატება შესთავაზეს.