https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიო"კორუფციის საკითხმა შესაძლოა, შეარყიოს უკრაინელი საზოგადოებისა და უცხოელი ლიდერების ნდობა ომისდროინდელი მთავრობის...

“კორუფციის საკითხმა შესაძლოა, შეარყიოს უკრაინელი საზოგადოებისა და უცხოელი ლიდერების ნდობა ომისდროინდელი მთავრობის მიმართ“

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს ბევრად უფრო აწუხებთ კორუფცია უკრაინაში, ვიდრე ამას საჯაროდ აღიარებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ მოპოვებულ აშშ-ის კონფიდენციალური სტრატეგიის დოკუმენტში.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, დოკუმენტის კონფიდენციალურ ვერსიაში ნათქვამია, რომ კორუფციის საკითხმა „შესაძლოა, შეარყიოს უკრაინელი საზოგადოებისა და უცხოელი ლიდერების ნდობა ომისდროინდელი მთავრობის მიმართ“.

როგორც გამოცემა იუწყება, ამ საკითხზე ზედმეტად ხმამაღალმა საუბარმა შესაძლოა, წააქეზოს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარების მიწოდების იდეის ოპონენტები, რომელთა უმეტესობა რესპუბლიკელი კანონმდებლები არიან.

ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ კიევისადმი მხარდაჭერის შესუსტების ნებისმიერმა აღქმამ შესაძლოა, უფრო მეტი ევროპული ქვეყანა ორჯერ მეტად დააფიქროს თავის როლზე.

ამასთან, „პოლიტიკო“ წერს, რომ აღნიშნული საკითხი აშშ-ში დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა ახლა, როდესაც ომის დაწყებიდან წელიწადზე მეტი გავიდა, აშშ-ის ოფიციალური პირები ამ საკითხზე უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას საჯარო და პირად საუბრებში. მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი, სექტემბრის დასაწყისში შეხვდა უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დელეგაციას.

„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირებიდან წყარომ გამოცემას დაუდასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ესაუბრება უკრაინელ ლიდერებს იმის თაობაზე, რომ მომავალი ეკონომიკური დახმარება შეიძლება განპირობებული იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეფორმებითა და უკრაინის უკეთესი ადგილის გარდაქმნით ინვესტიციებისთვის“, თუმცა ასეთი პირობები სამხედრო დახმარებისთვის არ განიხილება. უილიამ ტეილორმა, უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, რომ ბევრი რიგითი უკრაინელი მიესალმება სტრატეგიას, რადგან „ისინიც დაიღალნენ თავიანთ ქვეყანაში არსებული კორუფციით“.

პოპულარული სიახლეები