https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისპორტიკარლო ანჩელოტიმ 2019 წლის შემოდგომაზე ნეაპოლური გუნდიდან გათავისუფლება გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიაზე...

კარლო ანჩელოტიმ 2019 წლის შემოდგომაზე ნეაპოლური გუნდიდან გათავისუფლება გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავის ყოფილ კლუბთან, „ნაპოლისთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, 2019 წლის შემოდგომაზე ნეაპოლური გუნდიდან გათავისუფლება გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„ჩვენ ვითამაშებთ იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, რომელსაც ბევრი შესანიშნავი მოთამაშე ჰყავს. ურთულესი მატჩი იქნება. მოდრიჩს ბოლო შეხვედრაში არ უთამაშია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გვყავდა. ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა და სკამზე ვიღაც უნდა დარჩეს. მე მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და პატივს ვცემ, მაგრამ ხანდახან ასეთი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს.

როგორი რეაქცია მაქვს ნეაპოლში დაბრუნებაზე? ეს დაბრუნებაა წარსულში, მახსოვს აქ გატარებული დრო, იყო კარგი მომენტები, იყო უსიამოვნებებიც, მაგრამ ვცხოვრობდი საოცარ ქალაქში და ეს გამოცდილება მეხსიერებაში შემომრჩა. ახლა კი იმაზე ვფიქრობ, რომ ჯგუფური ეტაპზე ყველაზე რთულ მატჩს სწორედ „ნაპოლისთან“ ველოდები.

როგორი ურთიერთობა მაქვს დე ლაურენტისთან? დადებითი, ისევე როგორც ყველა ყოფილ პრეზიდენტთან, მაგრამ ამ თემაზე გამუდმებით საუბარს აზრი არ აქვს. თუ მწვრთნელსა და კლუბს შორის ურთიერთობა პოზიტიური არ არის, უმჯობესია, შეწყდეს. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება „ნაპოლისთვის“ და ჩემთვისაც. მით უმეტეს, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, „რეალში“ გადავედი.

კვარაცხელიას და ოსიმენს რაც შეეხება, ძალიან კარგი თავდამსხმელები არიან, რომლებმაც გასულ წელს დიდ წარმატებას მიაღწიეს, აჩვენეს კლასი და ისიც, რომ უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. მათ საოცარი, მაგრამ განსხვავებული ნიჭი აქვთ. აჩვენეს ის თვისებები, რომლითაც ნებისმიერ გუნდში მაღალ დონეზე ითამაშებენ. კვარაცხელია ძალიან კარგად თამაშობს ერთი-ერთზე, ოსიმენი კი ძლიერი, მობილური და ძალიან საშიში თავდამსხმელია“, -ამბობს კარლო ანჩელოტი.

პოპულარული სიახლეები