Free Porn
xbporn

მთავარიკომენტარი11 წელია საქართველოში გვაქვს მშვიდობის უწყვეტი ფაზა - ირაკლი კობახიძე

11 წელია საქართველოში გვაქვს მშვიდობის უწყვეტი ფაზა – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა ომი და ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს, ეს არის ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების „მიღწევებისგან“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევები ფუნდამენტურად განსხვავდება.

„2012 წლამდე მაშინდელ პარლამენტში წარმოდგენილი იყო 3-4 ოპოზიციონერი დეპუტატი, რეალური ოპოზიციური დეპუტატი, თარგამაძეებს არ ვთვლი. დღეს არის 10-მდე ოპოზიციური პარტია, 50-ზე მეტი დეპუტატია წარმოდგენილი პარლამენტში. ადამიანის უფლებებს რაც შეეხება, რა მდგომარეობა იყო ციხეებში და რა მდგომარეობა არის დღეს. როგორია ზოგადად მიდგომა ადამიანების, საზოგადოების მიმართ, როგორი იყო წარსულში და როგორია ახლა. რადიკალურად შეიცვალა ამ კუთხით ვითარება.

მაშინ გახსოვთ ლარის კურსის დევალვაცია და ასე შემდეგ, რაც იყო ამ ყველაფრის შედეგი. მეორე იყო კოვიდთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი. ყველაფრის მიუხედავად, მონაცემები არის შემდეგი. 2012 წელს ჩვენ ეკონომიკა დაგვხვდა 27 მილიარდი ლარი და წელს უკვე 85 მილიარდი ლარი ხდება. ანუ რამდენჯერმე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა ამ პერიოდის განმავლობაში. სოციალური დახმარების პაკეტები რამდენჯერმე გაფართოვდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სოციალური დახმარება უშუალოდ რამდენჯერმე არის გაზრდილი, გაიზარდა კულტურის, განათლების, სხვადასხვა სფეროს დაფინანსებაც.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ავტობანი იყო ნახსენები. მთელი მათი ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში სულ დააგეს, არ ვიცი, თბილისიდან იგოეთამდე, სვენეთამდე ავტობანი, ყველაზე მარტივი მონაკვეთი, რაც, თუ არ ვცდები, იყო 60-80 კმ. მას შემდეგ რამდენჯერმე დაჩქარდა ავტობანის და არამარტო, ზოგადად, ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპები და გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სურათი, რაც, მათ შორის იმანაც გამოიწვია, რომ სისტემური კორუფცია მოიშალა სახელმწიფო სტრუქტურებში. განსაკუთრებით ავტობანზე კეთდებოდა ძალიან დიდი ფული და კონკრეტული ადამიანებიც იცით, ვინც დიდი ფული აკეთეს ავტობანის მშენებლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა მონაკვეთს ეხებოდა ეს სამუშაოები“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით, ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე ყველა მიმართულებით წარმატებები აქვს.

„რაც შეეხება საგარეო მიმართულებით ჩვენს მიღწევებს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და არამარტო ევროკავშირთან, ჩინეთთან მოეწერა ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე. რეალურად, არის არაერთი პროგრამა, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოში“ და ასე შემდეგ, რომელიც გასცემს იაფ კრედიტებს, რათა ადამიანებმა წარმატებით აწარმოონ სამეწარმეო საქმიანობა. სახელმწიფოს პოლიტიკა ყველა მიმართულებით ორიენტირებულია ადამიანზე და მათ შორის ბიზნესის წარმატებაზე, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომელიც ბიზნესის რეკეტზე იყო ორიენტირებული.

ბიზნესმენი არ დატოვეს ქვეყანაში, რომელიც რეკეტის მსხვერპლი არ იყო. უხეში ფაქტები არსებობდა. მილიონად აყიდინეს ერთლარიანი ქონება და სამაგიეროდ, თვითონ ერთ ლარად ყიდულობდნენ მილიონიან ქონებას. ამის საუკეთესო მაგალითია სააკაშვილის დედა, რომელიც გამდიდრდა კორუფციის ხარჯზე. შეიძინა ერთ ლარად საქართველოს უნივერსიტეტი, გახსოვთ, ბენდუქიძის უნივერსიტეტი როგორ გადაეცა მაშინდელ პოლიტიკოსს და ასე შემდეგ. კორუფცია ყვაოდა 2012 წლამდე. ესეც რადიკალურად შეიცვალა.

ყველა მიმართულებით გვაქვს რადიკალური პროგრესი. ბოლო 11 წელია, საქართველოში გვაქვს მშვიდობის უწყვეტი ფაზა. პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა და ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს. ეს არის ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. ვხედავთ, რომ ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი მიღწევები, იმ „მიღწევებისგან“, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. მაშინ ყველა მიმართულებით იყო ტოტალური რეგრესი, ახლა გვაქვს პროგრესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოპულარული სიახლეები