საბერძნეთში მოკლული ქართველის ვინაობა ცნობილია. ადგილობრივი მედია წერს, რომ 50 წლის საქართველოს მოქალაქე კობა აშოთია, 70 წლამდე ბერძენმა კაცმა ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა.
ამასთან, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, დაჭრილი ქალის მდგომრეობა მძიმეა.
ცნობისთვის: შემთხვევა ათენში, 1-ელ ოქტომბერს, 02:30 საათზე მოხდა – თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ კაცს ესროლა. ის პოლიციამ უკვე დააკავა.