დინამო არენაზე მსოფლიო მუსიკალური სამყაროს ვარსკვლავის, ბრუნო მარსის კონცერტი შედგა. 2 საათის განმავლობაში მუსიკოსმა საკუთარ ბენდთან ერთად ცნობილი ჰიტები შეასრულა.
ბენდმა საჩუქარი გაუკეთა ქართველ მსმენელს – კონცერტზე რევაზ ლაღიძის „თბილისოც“ აჟღერდა. ბისზე ბრუნო მარსმა კიდევ ერთი მსოფლიო ჰიტი – Uptownn Funk შეასრულა.
გრანდიოზულ შოუ-კონცერტს 50 ათასამდე მსმენელი დაესწრო, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.