მთავარიმსოფლიორუსეთის Მთავრობამ ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა

რუსეთის Მთავრობამ ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა

რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით შეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს .

შესაბამის დადგენილებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი. მთავრობის განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია შიდა ბაზარზე საწვავის ფასის სტაბილიზაციის მიზნით.

რუსული მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საწვავის ფასი რუსეთში რეკორდულად მაღალ დონეზე იყო.

პოპულარული სიახლეები