სომხეთის ომბუდსმენის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შედეგად, დაღუპულია 32 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს.
გავრცელებული ცნობით, მთიანი ყარაბაღიდან ევაკუირებულია 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები.
სომხური მედიის ცნობით, დღეს დილიდან აფეთქებების ხმა ისმის სტეპანაკერტში. სროლა ისმოდა ღამის განმავლობაშიც. ადგილობრივ მოსახლეობას ღამის გათენება თავშესაფრებსა და სარდაფებში მოუწიათ.
ამასთან, აზერბაიჯანული მხარე ქალაქ სტეფანაკერტს ქალაქ ხანქენდად მოიხსენიებს.