https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიომე ვაღიარებ რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლს და ჩავკეტავ უკრაინის...

მე ვაღიარებ რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლს და ჩავკეტავ უკრაინის გზას ნატო-ში, – ვივეკ რამასვამი

მე ვაღიარებ რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლს და ჩავკეტავ უკრაინის გზას ნატო-ში, – ამის შესახებ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინირების ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, ვივეკ რამასვამიმ განაცხადა. ის რესპუბლიკელ მხარდამჭერებს შორის პოპულარობის მხრივ პირველ სამეულშია.

რამასვამიმ საგარეო პოლიტიკაზე თავისი შეხედულებები The American Conservative-ის მთავარ სტატიაში გამოაქვეყნა.

მასალის ნაწილი, რომელიც ეხება რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ, იმეორებს რესპუბლიკელების მიერ არაერთხელ გამოთქმულ თეზისს, რომ შეერთებული შტატებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე მოსკოვისა და პეკინის დაახლოებაა.

ამავდროულად, რამასვამი პარალელებს ავლებს რიჩარდ ნიქსონის საგარეო პოლიტიკასთან, სადაც ის საუბრობს ნიქსონის მიერ სსრკ-თან დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებასა და ვიეტნამის ომზე.

„როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე პატივს ვცემ და გავაცოცხლებ ნიქსონის მემკვიდრეობას, უარვყოფ დამხმარე იდიოტთა სისხლისმსმელ ლაპარაკს, რომლებიც ქადაგებენ უკრაინაში უშედეგო ომს, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს ორ დიდ მტერს“, – წერს რამასვამი.

მისი აზრით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი უკრაინაში, მით უფრო ცხადი ხდება, რომ გამარჯვებული მხოლოდ ერთია და ეს ჩინეთია.

ამიტომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან ნომინირების პრეტენდენტს სურს, გაიმეოროს ნიქსონის ქმედება და წავიდეს მოსკოვში 2025 წელს, რათა „უზრუნველყოს მშვიდობა უკრაინაში“ იმ „პირობებით, რომლებიც პირველ ადგილზე აყენებს ამერიკის ინტერესებს“.

„ამ მიზნით, მე ვაღიარებ რუსეთის კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დავპირდები, რომ დავბლოკავ უკრაინის კანდიდატურას ნატო-ში, სანაცვლოდ კი რუსეთი ჩინეთთან სამხედრო ალიანსიდან უნდა გავიდეს. მე გავაუქმებ სანქციებს და დავაბრუნებ რუსეთს მსოფლიო ბაზარზე. ამ გზით რუსეთს აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის გეგმების შეკავების სტრატეგიულ ფაქტორად ვაქცევ“, – ნათქვამია რამასვამის სტატიაში.

პოპულარული სიახლეები