შოვის სტიქიის დროს დაკარგულ პატარა გიორგის ამ დრომდე ეძებენ.
გიორგის დედა, მანანა ჯაჭვაძე და ბებია – მარინე ხორბალაძე მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
24 აგვისტოს გიორგი ხორბალაძეს ხუთი წელი შეუსრულდა.
მამა, გივი ბერიანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„მალე მოვალ შენთან… ნეტა რას მიპასუხებ, რომ შეგეკითხები, ჩვენს გიოს რატომ გაუშვი ხელი…“ – წერს კაცი სოციალურ ქსელში.