https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისაზოგადოებაგოჩა ქავთარაძის განცხადებით, გეოლოგიურმა სამსახურმა ამ მომენტისთვის დაასრულა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიასთან წინასწარი...

გოჩა ქავთარაძის განცხადებით, გეოლოგიურმა სამსახურმა ამ მომენტისთვის დაასრულა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიასთან წინასწარი დამატებითი კვლევები და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გოჩა ქავთარაძის განცხადებით, გეოლოგიურმა სამსახურმა ამ მომენტისთვის დაასრულა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიასთან წინასწარი დამატებითი კვლევები და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

მისი განმარტებით, რეკომენდაციის საფუძველზე უახლოეს საათებში მონასტრის მარჯვენა მხარეს ჩამოშლილი მასის გატანის სამუშაოები დაიწყება.

„ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სპეციალისტები, შეისწავლეს არსებული ვითარება, რამდენიმე საათში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. გაიცა რეკომენდაცია, რომ მონასტრის მარჯვენა მხარეს, კლდის მხარეზე მდებარე ტერიტორიაზე ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება და შეიზღუდება მომლოცველთა, ტურისტების და ბერ-მონაზვნების გადაადგილება. პარალელურად განვაგრძობთ დაკვირვებას. ამ მომენტისთვის გეოლოგებმა არსებული ვითარება შეისწავლეს და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა“, – აღნიშნა გოჩა ქავთარაძემ.

პოპულარული სიახლეები