ვრცელდება ბიჭის ვიდეო, რომელიც სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა (ვიდეო)

30

ბათუმში, ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ბიჭი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქორდში ცხოვრობდა.

არსებული ინფორმაციით, 25 წლის ბიჭი მეგობართან ერთად ზღვაში სკუტერით შევიდა. ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში ცურავდა, რა დროსაც აღნიშნული სკუტერი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა. სკუტერს მეგობარი მართავდა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული.

ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო.

RPReplay_Final1692274199