პოლიცია ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში გარეულ ლომს ეძებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თავდაპირველად სამართალდამცავებს ლომის შესახებ ინფორმაცია ორმა მოქალაქემ მიაწოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენიშნეს დიდი ზომის კატისებრი ცხოველი, რომელიც, მათი თქმით, შესაძლოა ლომი იყოს.
მოსახლეობას აფრთხილებენ, დარჩნენ სახლებში, სანამ პოლიცია ცხოველს არ იპოვის.
გაუგებარია საიდან გაჩნდა ლომი. ადგილობრივმა ზოოპარკებმა, ცხოველთა თავშესაფრებმა, ცირკმა განაცხადეს, რომ არცერთი ლომი არ გაქცეულა მათი ობიექტებიდან.
სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩართეს. ხელისუფლება ამჟამად მიიჩნევს, რომ ლომს შესაძლოა ტყიან ადგილას სძინავს.