https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოაზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის ცეცხლის...

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებენ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„სომხეთმა არ შეასრულა განცხადების ბევრი დებულება და რუსეთმა არ უზრუნველყო განცხადების სრული შესრულება თავისი ვალდებულებების ფარგლებში“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სომხეთი აცხადებს, რომ შემოთავაზებული სამშვიდობო ხელშეკრულება მათთვის განსაკუთრებულ უფლებებს უნდა უზრუნველყოფდეს და მათი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს.

აზერბაიჯანმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირმა მოუწოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს, თავი შეიკავონ „ძალადობისა და მკაცრი რიტორიკისაგან“.

„რეალური პროგრესი დამოკიდებულია შემდეგ ნაბიჯებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა გადაიდგას. უნდა შეწყდეს ძალადობა და მკაცრი რიტორიკა, რათა შეიქმნას სათანადო გარემო მშვიდობიანი და ნორმალიზებული მოლაპარაკებებისთვის”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

თავის მხრივ, რუსეთმა განაცხადა, რომ მზადაა, გამართოს სამმხრივი შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

აზერბაიჯანის თქმით, მოსკოვის განცხადება „იწვევს იმედგაცრუებას და გაუგებრობას“ და ეწინააღმდეგება რუსეთის დეკლარაციას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ.

ევროკავშირის გარდა, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მხარეებს აშშ-იც მოუწოდებს.

პოპულარული სიახლეები