https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოუკრაინა უკვე მესამე დღეა, წყალდიდობას ებრძვის

უკრაინა უკვე მესამე დღეა, წყალდიდობას ებრძვის

უკრაინა უკვე მესამე დღეა, წყალდიდობას ებრძვის. კიევის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. 2000-ზე მეტი სამოქალაქო პირი ხერსონის დეოკუპირებული ოლქიდან უსაფრთხო ზონაშია გადაყვანილი. პროცესს ადგილზე გაეცნო ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ოპერაციაში ჩართულ, პოლიციელებს, სამხედროებს და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაა ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში. აგრესორის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 14 000 სახლი დაიტბორა. მოსახლეობის დიდი ნაწილი დახმარებას ითხოვს, თუმცა კრემლის მიერ დანიშნული მმართველები ადგილობრივების შველას არ ჩქარობენ. ქალაქ ოლეშკის მერის ცნობით, დაიღუპა 3 ადამიანი – ჰოსპიტალიზებულია 21. ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების ნაცვლად, საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები ხერსონის მარჯვენა სანაპიროს ცეცხლს უხსნიან და სამაშველო ოპერაციის ჩაშლას კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც ცდილობენ.

სტიქიასთან ბრძოლის პარალელურად, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტის იერიშებს იგერიებენ. დონეცკის ოლქის ქალაქ უკრაინსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი ოჯახის 4 წევრი. მათ შორის ბავშვია. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ღამის განმავლობაში 17-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი.

საპასუხო იერიში მიიტანეს რუსულ პოზიციებზე უკრაინელმა სამხედროებმაც. განადგურებულია აგრესორის მძიმე ტექნიკა, ლიკვიდირებულია პირადი შემადგენლობა. აფეთქებების ხმა ისმოდა ლუჰანსკის ოლქშიც. დაიბომბა ოკუპანტების რამდენიმე ობიექტი.

უკრაინელი სამხედროები უტევენ ბახმუტს. აქ, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის არმია შეტევიდან თავდაცვით პოზიციაში გადავიდა. ძალოვანი უწყების ცნობით, 800-დან 1500-მდე მეტრით წინ წაიწიეს და მტრის პოზიციები გაანადგურეს, თუმცა დანაკარგი აქვს უკრაინულ მხარესაც. საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა.ზურა მუშუქია ბახმუტთან აფეთქებას ემსხვერპლა.

პოპულარული სიახლეები