https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოსერბეთის პოლიციამ სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის მამა დააკავა

სერბეთის პოლიციამ სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის მამა დააკავა

სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ სერბეთი იარაღზე კონტროლს ამკაცრებს.

“სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს იარაღის მფლობელებს, შეინახონ იარაღი სიფრთხილით, სეიფებში ან კარადებში ჩაკეტონ, რათა მიუწვდომელი იყოს სხვებისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის,” – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, სერბეთის პოლიცია იარაღის რეგისტრირებული მფლობელების სახლებში შემოწმებებს ჩაატარებს, რათა იარაღის სწორად და უსაფრთხოდ შენახვის წესები უზრუნველყოს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, პირს ბრალიც წაუყენონ.

ასევე, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მორატორიუმი გამოაცხადა იარაღის ახალი ლიცენზიების გაცემაზე, გარდა იმ სახეობაზე, რომელიც ნადირობისთვისაა განკუთვნილი.

სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. სერბეთის პოლიციამ სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის მამა დააკავა.

პოპულარული სიახლეები