Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, თუმცა...

ვოლოდიმირ ზელენსკი – გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, თუმცა ომის დროს ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ვიქნებით ნატო-ში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ესმის, რომ ნატო-ში ომის დასრულებამდე ვერ გაწევრიანდება, თუმცა იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეებისგან ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიო სიგნალს მიიღებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე პარტნიორებისგან მოისმინოს უფრო მეტი, ვიდრე განცხადებები „ალიანსის ღია კარის“ შესახებ.

„ჩვენ რეალისტები ვართ, გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, თუმცა უკვე ომის დროს ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი იმის შესახებ, რომ ომის შემდეგ ჩვენ ვიქნებით ნატო-ში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე საუბრისას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინა ევროატლანტიკური ოჯახი ნაწილია და ის გახდება ნატო-ს წევრი.

„რაც შეეხება ნიდერლანდებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ამბიციებს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით. ახლა ვმუშაობთ, რომ ვილნიუსის სამიტზე გადავდგათ ნაბიჯი წინ და არ დავუბრუნდეთ ფორმულირებებს, რომლებიც იყო ბუქარესტის სამიტზე, რომ იყოს მკაფიო ნაბიჯი. რა კონკრეტული ნაბიჯი იქნება ეს, განხილული იქნება მომავალი 4-6 კვირის განმავლობაში“, – აღნიშნა რუტემ.

პოპულარული სიახლეები