https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისამართალიკახეთში, 15 წლის გოგოს , სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით , 50 წლის მამაკაცი...

კახეთში, 15 წლის გოგოს , სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით , 50 წლის მამაკაცი დააკავეს

კახეთში, სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 50 წლამდე კაცია დაკავებული – ფაქტი ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საქმე ეხება 15 წლის გოგოს, რომელზეც სავარაუდოდ მამამ იძალადა.

ფაქტის შესახებ კი სამართალდამცველებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა.

მომხდარზე ინფორმაცია აქვთ ადგილობრივებსაც.

“ვუკავშირდებოდი ყველა შემთხვევაში, როცა ბავშვი აცდენდა, უბრალოდ ხშირად ავადმყოფობდა. ვირუსები ემართებოდა. რაღაცა დაუზუსტებელი საუბარი იყო, რამაც მე გამიჩინა ეჭვი. იყო რაღაც ეჭვის დონეზე ინფორმაცია, შესაბამისად ჩემი მოვალეობა შევასრულე და მიმდინარეობს გამოძიება,” – აცხადებს სკოლის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

სოფელში, მამის მხრიდან 15 წლის შვილზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე რამდენიმე დღის წინ გაიგეს ადგილობრივებმა. მათ მეტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა “კურიერთან” საუბარში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მამის მხრიდან 15 წლის შვილის გაუპატიურების რამდენიმე ფაქტი ფიქსირდება, რის შესახებაც იცოდა დედამ და ოჯახის სხვა წევრებმაც, თუმცა ისინი ამ შემთხვევაში დუმილს ამჯობინებდნენ.

ფაქტი კი მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც მომხდარის შესახებ დაზარალებული გოგონას სკოლაში შეიტყვეს. ყველა შესაბამის უწყებას სწორედ სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა, რომ 15 წლის გოგოზე სავარაუდოდ მამა სექსუალურად ძალადობდა, ამის შემდეგ უკვე საქმეში პოლიცია ჩაერთო.

“გაუუპატიურებია თავისი შვილი. ცოლი ყოფილა გურჯაანში საავადმყოფოში, ბავშვი ჰყოლია იქა და ამ კაცს უძალადნია. მეორე დაც ყოფილა იქ ოჯახში და უყურებია, რომ აუპატიურებდა. გამოვიდა მერე ეგეთი ამბავი. რომ გაიგეს დაიჭირეს, წაიყვანეს ეს კაცი. ის გოგო კიდევ საავადმყოფოში წევს,” – ამბობს ადგილობრივი.

კახეთში ამის გარდა გაუპატიურების კიდევ ერთი ფაქტია, სადაც დაზარალებულია 14 წლის მოზარდი და მასზე სავარაუდოდ სექსუალურად მამინაცვალი სისტემატურად ძალადობდა.

ორივე შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა სავარაუდო დამნაშავეები.

პოპულარული სიახლეები