წუხელ საღამოს , დაახლოებით 23 საათზე, დაიკარგა 12 წლის გოგონა, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე. მთელი დიდი დიღომი ეძებს, – წერდნენ სოციალურ ქსელში.
ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა იპოვეს უგონო მდგომარეობაში დიდ დიღომში , თუმცა გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბავშვი უგონო მდგომარეობაში ავტოფარეხების ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
ადგილზეა მობილიზებული საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.