ამერიკელმა სამხედროებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს. როგორც CNN-ი იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურმა პირება განაცხადეს.

მათივე ცნობით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენთან, ჯო ბაიდენთან შეთანხმებით მიიღეს.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი აშშ-ის საჰაერო სივრცეს არღვევს და მიუღებელია.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი აღნიშნული ინციდენტის გამო გადადო.

დავით ქართველიშვილი