https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოუკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლზე დარტყმა მიიტანეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლზე დარტყმა მიიტანეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლზე დარტყმა მიიტანეს. როგორც ქალაქის მერი იუწყება, შედეგად მოკლულია 200-დან 300-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე.

თავის მხრივ, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ოლქში დანიშნული ე.წ. გუბერნატორი ადასტურებს ქალაქზე დარტყმას, თუმცა ამტკიცებს, რომ შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. მისივე ინფორმაციით, დანგრეულია დასასვენებელი ბაზა და ადგილზე მაშველები მუშაობენ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მობილიზებული რუსი სამხედროების ყაზარმებში ხანძარი გაჩნდა, რაზეც პასუხისმგებლობა უკრაინელმა პარტიზანებმა აიღეს. მათი თქმით, მომხდარის შედეგად არიან დაღუპულები, რომელთაც სიასაც უახლოეს ხანში გაასაჯაროებენ.

ასევე, გრძელდება სამხედრო მოქმედებები დონბასში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში რუსეთის არმიის 11 შეტევის მოგერიება შეძლეს და დარტყმა მიიტანეს მოწინააღმდეგის ექვს ობიექტზე. რუსეთი აგრძელებს შეტევას დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქების მიმართულებით.

ამასთან, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ რთული ვითარებაა შექმნილი ოდესის ოლქში, სადაც მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი დენის გარეშე დარჩა.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ დენის მიწოდების აღდგენას შესაძლოა ორი-სამი თვე დასჭირდეს.

ენერგეტიკაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმაც.

ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მასირებული სარაკეტო დარტყმები არ ყოფილა, პრობლემები მაინც რჩება, რადგან რუსები ყოველდღიურად აგრძელებენ შეტევებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

პოპულარული სიახლეები