https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ანკარასა და მოსკოვს შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა, რაც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს.

მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ თურქეთმა რუსეთში პროდუქციის ექსპორტი გაზარდა და უფრო მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობს.

როგორც ბორელი ამბობს, ანკარა არ უნდა ეხმარებოდეს რუსეთს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაში. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ბრიუსელი ელოდება, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატი დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები აგვისტოში შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკურ თანამშრომლობას გააღრმავებენ.

პოპულარული სიახლეები