რამდენიმე საათის წინ თერჯოლაში შემზარავი ფაქტი მოხდა. 37 წლის თამილა ლილუაშვილს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და თვითმხილველების თვალწინ დაწვა. შემთხვევა მაღაზიათა ქსელ “მაგნიტში” მოხდა, სადაც გარდაცვლილი მენეჯერად მუშაობდა.
ქალი ცეცხლის ალში ადგილზევე დაიწვა. ფაქტის შეემსწრეები ცდილობდნენ მას მიშველებდნენ, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ისინიც დაშავდნენ, ქალისთვის დახმარების აღმოჩენა მაინც ვერ შეძლეს. დაზიანებები მიიღო თავად მოძალადემაც, ის ახლა თერჯოლის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებშია მოთავსებული.
ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც ბოლო დროს მომხდარი ფემიციდის უმრავლესობის შემთხვევაში, სცენარი აქაც იდენტური იყო – ყოფილ ცოლზე ძალადობის გამო კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.