ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 700-მდე კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. კუნძულ იავაზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდი შეადგინა.
მიწისძვრა იავას დასავლეთ ნაწილში ჩიანჯურის ქალაქთან ახლოს, ჯაკარტიდან კი 45 მილის დაშორებით, ადგილობრივი დროით 13:21 საათზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაშიც, რომელიც ეპიცენტრიდან 100 კილომეტრშია.
სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს ხანში მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები. დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
