https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი - ვოლოდიმირ ზელენსკი

ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი – ვოლოდიმირ ზელენსკი

ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „თოქ თივის“ წამყვან პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.

მორგანმა ინტერვიუ უკრაინის პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან ერთობლივად ჩაწერა.

წამყვანის კითხვაზე, სურს თუ არა ზელენსკის, რომ უკრაინას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეწვიოს იმ ფონზე, რომ ამერიკა მილიარდობით დოლარის დახმარებას უწევს მის ქვეყანას, ზელენსკი აცხადებს, ეს ძალიან უნდა.

„ძალიან. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი. ყველა ხედავს უკრაინის დამოკიდებულებას შეერთებული შტატების მიმართ. ეს იქნებოდა უმაღლესი მხარდაჭერა. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა პირველი ლედისგან. ის ოლენას შეხვდა და ეს ძალიან სწორი ვიზიტი იყო. ძალიან მოულოდნელი. ჩვენ ამას ველოდით, მაგრამ არ ვიცოდით, შედგებოდა თუ არა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ ეს ვიზიტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. მან შესანიშნავი სამუშაო შეასრულა და მისმა ძალისხმევამ იმუშავა. მისი სიტყვით გამოსვლისა და ვიზიტის შემდეგ, მიღებულია სწრაფი გადაწყვეტილებები კონგრესისა და თეთრი სახლის მიერ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. და რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში იქნებოდა უძლიერესი სიგნალი, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეიძლება, მივიღოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ისაუბრა ბორის ჯონსონზეც. პირს მორგანის კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს პრემიერ-მინისტრის რანგში ჯონსონის დაბრუნებას, ზელენსკი აღნიშნავს, რომ მას ბრიტანეთის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ბორის ჯონსონი უკრაინის ძალიან დიდი მეგობარია. ასევე, იმედს გამოთქვამს, რომ გაერთიანებული სამეფოს მომავალ პრემიერ-მინისტრთანაც მჭიდრო თანამშრომლობა ექნება.

„მე უფლება არ მაქვს გაერთიანებული სამეფოს შიდა პოლიტიკაში ჩავერიო. რა შემიძლია, ვთქვა, ის უკრაინის ძალიან დიდი მეგობარია. მინდა, რომ ის სადმე პოლიტიკაში, რაიმე პოზიციაზე იყოს. არ მინდა, რომ გაქრეს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ბრიტანელი ხალხის ხელშია. დარწმუნებული ვარ, რა პოზიციაც უნდა დაიკავოს, ის ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ

პოპულარული სიახლეები