Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიმსოფლიოუკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა...

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროპოლისგან ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღებას ელოდება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ „იარაღის კონტრაბანდის“ შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკრაინა ევროპოლისგან ფაქტებსა და მტკიცებულებებს ელოდება.

ამის შესახებ დანილოვმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ველოდებით საგნობრივ საუბარს ევროპოლის ოფიციალურ წარმომადგელებთან – ფაქტებით და მტკიცებულებებით უკრაინიდან „შავ ბაზარზე იარაღითა და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის“ თითქოსდა არსებული შემთხვევების შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად დაინტერესებული ვართ ინფორმაციის გავლით და მყისიერი რეაგირებით“, – წერს დანილოვი.

საბჭოს მდივანი აღნიშნავს, რომ დასავლურ მედიაში „იარაღის კონტრაბანდის“ შესახებ პუბლიკაცია დაემთხვა რუსეთის მიერ უკრაინის დისკრედიტაციისკენ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო სპეცოპერაციის დაწყებას, რომლის მიზანია მოკავშირეებისგან იარაღის მიწოდების შეწყვეტა.

დანილოვის განცხადებით, ოპერაცია ტარდება სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ომის მიმდინარეობისას უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ ცვილებების ნიშნებია სწორედ თანამედროვე დასავლური შეიარაღების მიღების შედეგად.

შეგახსენებთ, როგორც უკრაინული მედია „შპიგელზე“ დაყრდნობით წერდა, ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვეს.

პოპულარული სიახლეები