https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოუკრაინისა და მოლდოვისთვის „ევროკავშირის მარადიული კანდიდატის“ სტატუსის მინიჭება რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური გამბიტის...

უკრაინისა და მოლდოვისთვის „ევროკავშირის მარადიული კანდიდატის“ სტატუსის მინიჭება რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური გამბიტის ნაწილია – სერგეი ლავროვი

უკრაინისა და მოლდოვისთვის „ევროკავშირის მარადიული კანდიდატის“ სტატუსის მინიჭება რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური გამბიტის ნაწილია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საკუთარ სტატიაში დაწერა, რომელიც რუსულ გამოცემა „იზვესტიაში“ გამოქვეყნდა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთში არეკლამებენ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებულ „ევროპის პოლიტიკურ თანამეგობრობას“, სადაც არ იქნება განსაკუთრებული ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი, მაგრამ იქნება მოთხოვნები ევროკავშირთან სრული სოლიდარობის შესახებ მის ანტირუსულ ქმედებებში. ლავროვის განცხადებით, ევროკავშირი მასში გასაწევრიანებლად მოიწვევს ევროპის ყველა ქვეყანას – „ისლანდიიდან უკრაინამდე“, მაგრამ არა რუსეთს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვს არ სჭირდება იქ წასვლა, მაგრამ თავად განცხადება არის მანიშნებელი, რომელიც ამჟღავნებს ამ ახალი განზრახ კონფრონტაციული, გამყოფი წამოწყების არსს.

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს ინსტრუქტორები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მსროლელები უკვე ხელმძღვანელობენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული ბატალიონების მოქმედებებს პირდაპირ ადგილზე.

„იმედი მაქვს, რომ ევროპელებს შორის არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, რომლებმაც იციან, რა შედეგები მოჰყვება ამას“, – აცხადებს ლავროვი.

პოპულარული სიახლეები