მთავარისაზოგადოებარუხში, ხურვალეთსა და ბაისუბანში დამონტაჟდა დაბალი ნახშირბადის ემისიის ტექნოლოგიები

რუხში, ხურვალეთსა და ბაისუბანში დამონტაჟდა დაბალი ნახშირბადის ემისიის ტექნოლოგიები

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრმა „აფხაზეთმა“ 2021 წლის სექტემბერში ახალი პროექტი „ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში“ დაიწყო, და კიდევ ერთხელ შეეჭიდა არსებულ გამოწვევებს რეგიონებში.
პროექტის მიზანი განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება სამიზნე თემებსა და სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში გახლდათ. პროექტი ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა.
პროექტის ფარგლებში ცენტრი „აფხაზეთის“ სამ სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებაში (მცირე საოჯახო ტიპის სახლი და ხანდაზმულთა ზრუნვის ცენტრები) რუხში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ხურვალეთში (გორის მუნიციპალიტეტი) და ბაისუბანში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) დამონტაჟდა დაბალი ნახშირბადის ემისიის ტექნოლოგიები (მზის ელექტროსადგური) და განხორციელდა შემდეგი შესაძლებლობების გაზრდის ღონისძიებები:

1. ცოდნის მიწოდება მზის პანელების, მათი ფუნქციონირების და ტექნიკური უზრუნველყოფის საფუძვლებზე ადგილობრივი თემისათვის;
2. ტრენინგების მეშვეობით სამიზნე ჯგუფების (ადგილობრივი თემების წევრების, CCC ქსელის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის) გაიზრდა ინფორმირებულობა კლიმატის, ენერგოეფექტურობის, სუფთა ენერგიისა და თანამონაწილეობითი მმართველობის შესახებ);
3. ადგილობრივი მოსახლეობის ადვოკატირებისა და ინტერესების წარმომადგენლობის მხარდაჭერა ადგილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოებთან.

შედეგები:
• პროექტის ფარგლებში სამ სამიზნე სათემო ცენტრში 10 კვტ.სთ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მონტაჟი და ამოქმედება. მიღებული დანაზოგებით, თემისათვის დამატებითი სოციალური სერვისების მიწოდება ხდება.
• 6 თემატური ტრენინგის და მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფარგლებში მოხდა სამიზნე ჯგუფების (ადგილობრივი თემის წევრების, CCC ქსელის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის) შესაძლებლობების გაძლიერება;
• ენერგოეფექტურობისა და განახლებადი, დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგიების პრაქტიკული საკითხების შესახებ შემუშავდა სახელმძღვანელო და გავრცელდა რეკომენდაციები;
• მიმდინარეობს სამი სათემო „მწვანე“ პროექტის განხორციელების მხარდაჭერა.

ბენეფიციართა რაოდენობა: 150 პირდაპირი ბენეფიციარი (სოციალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების ბენეფიციარები, მზრუნველები, შინმოვლის სერვისის ბენეფიციარები, ადგილობრივი თემის წევრები, ССС ქსელის ორგანიზაციები).

დონორი: გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP)/ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

პოპულარული სიახლეები