https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოუკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წევრები უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს...

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წევრები უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წევრები უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ, „რაც გახდება ისტორიული მოვლენა, დიდი მოტივაცია უკრანული არმიისთვის, საზოგადოებისთვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში“. ამის შესახებ ზელენსკიმ კანადელ სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.

„მჯერა, რომ ამ გადამწყვეტ დღეებში უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ამისკენ ძალიან დიდ ხანს მივდიოდით, ჩვენი ხალხი, ჩვენი რევოლუციები, ჩვენი ომი. და ეს სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის ჩვენი ისტორიის სხვა ფურცელზე გადასვლა, ძალიან დადებითი გადასვლა. მე მჯერა, რომ ევროპის 27-ივე ქვეყანა მხარს დაუჭერს ჩვენთვის ასეთ სტატუსს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს იქნება გაერთიანებისთვის და შესაბამისად უკრაინის გამარჯვებისთვის დიდი მოტივატორი.

პოპულარული სიახლეები