https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისაზოგადოება#თიკოსთვის - მძიმე სენზე გასამარჯვებლად გავერთიანდეთ - #ქველმოქმედება

#თიკოსთვის – მძიმე სენზე გასამარჯვებლად გავერთიანდეთ – #ქველმოქმედება

#თიკოსთვის ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ერთი უდიდესი სათხოვარი მაქვს თქვენთან. ეს ლამაზი და სიცოცხლით სავსე გოგო ჩემი დაიკოა, 32 წლის თინათინი – თიკო ტურძილაძე. ის ასე აღარ გამოიყურება. ახლა მის და ჩვენ ცხოვრებაში დგას ძალიან რთული ეტაპი. თიკო მძიმე სენს ებრძვის, ბრტყელუჯრედოვან კარცინომას, რომელიც არის ავთვისებიანი და სწრაფად პროგრესირებადი. უკვე მოცული აქვს სახის მარჯვენა ნახევარი, მათ შორის თვალი. რომლის დაკარგვის ძალიან დიდი საშიშროებაა. ვეღარ გრძნობს სახის მარჯვენა ნახევარს.

თქვენ თუ ახლა ამ პოსტს კითხულობთ, მეგობარი ხართ, ახლობელი, ნაცნობი თუ უცნობი, გეტყვით, რომ ძალიან მჭირდება თქვენი გვერდში დგომა.

‼ერთადერთი და მყავს გადასარჩენი, რომელიც ჩემი სამყაროა, ჩემი სიცოცხლის მიზეზი და აზრია. 32 წლისაა, ულამაზესი და სიცოცხლითსავსე იყო ყოველთვის და ისევ ასეთი უნდა გახდეს. ამიტომ გემუდარებით ყველას, რომ დაგვეხმაროთ.

‼დიაგნოზი მძიმეა, პაპილარული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, მე-4 სტადია.

საქართველოში არასწორად მკურნალობის შემდეგ ისე დამძიმდა, სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანა გახდა აუცილებელი. თურქმა ონკოლოგმა მის დიაგნოზზე ზუსტად მორგებული იმუნო და ქიმიოთერაპია დაუნიშნა. უკვე 4 კურსი ჩაუტარდა(4 დღიანი 24 საათიანი ურთულესი გადასხმა); თქვენი დახმარებით მოვედით აქამდე, რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით ყველას. მკურნალობა შედეგიანია ღვთის წყალობით და უნდა გაგრძელდეს, სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება.

1 კურსის ღირებულება შეადგენს 7400$-ს(ნეულასტიმის ინექციის ჩათვლით).

ოჯახში მე ვმუშაობ მხოლოდ და ანაზღაურებადი შვებულების ამოწურვის შემდეგ, უხელფასოში ვარ გასული. ბილეთებსაც არ ყოფნის ჩემი ხელფასი. ძალიან მძიმეა ჩემთვის ამაზე საუბარი, მაგრამ მეტი გზა არ მაქვს…

ისევ გთხოვთ ყველას გვერდში დგომას. 1 ლარიც გადამწყვეტია თიკოს გამოსაჯანმრთელებლად. თქვენ ხართ ჩემი იმედი…

‼გაზიარებასაც გთხოვთ, არ დამზარდეთ, რაც მეტი კეთილი ადამიანი ნახავს, ძალიან დამეხმარებით…

თი ბი სი ბანკი

#GE42TB7960845064300035

საქართველოს ბანკი

#GE21BG0000000527946697

ლიბერთი ბანკი

#GE61LB0711132559096000

პ.ნ.  04001013351

PayPal:  gvantsa_turdziladze@iliauni.edu.ge

პოპულარული სიახლეები