https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიპოლიტიკაირაკლი ბერაია ვილნიუსში ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

ირაკლი ბერაია ვილნიუსში ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, კომიტეტის წევრებთან ერთად, ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლაურინას კაშიუნასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რუსული სამხედრო აგრესია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ალიანსის შესაძლებლობების გაძლიერებას, აღმოსავლეთ ფლანგზე წარმომადგენლობის გაზრდას, ნატოს გაფართოების გადაუდებელ საჭიროებას და საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას. ლიეტუველმა პარლამენტარმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. ირაკლი ბერაიამ ლიეტუველი კოლეგა თბილისში მიიწვია. სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაცია საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვილნიუსში შეხვდერებს აგრძელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, გიორგი ხელაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია და კომიტეტის წევრი ალეკო ელისაშვილი შედიან.

პოპულარული სიახლეები