https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისაზოგადოებადღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება

დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ომის ვეტერანები ტრადიციულად თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღნიშნავდნენ ხოლმე, თუმცა წელს, შარშანდელის მსგავსად, ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ.

 

 

პოპულარული სიახლეები