უკრაინაში , რუსი აგრესორების დაბომბვის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებძროლი ნიკოლოზ შანავაა.
9 აპრილს , უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა დაიღუპნენ, ისინი ბატალიონ კარპატსკა სიჩის მებრძოლები იყვნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ ქართველი მებრძოლები უკრაინის დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან .
ცნობისთვის, უკრაინაში იბრძვის ნიკოლოზ შანავას ძმაც, მამა კი აფხაზეთის ომის მონაწილეა.
უკრაინაში საომარ მოქმედებებს 6 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან სამშობლოში სამი ჩამოასვენეს, მარიუპოლში დაღუპული ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.