მთავარიმსოფლიოუკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქში მასშტაბური აფეთქებები მოხდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქში მასშტაბური აფეთქებები მოხდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში, ლუცკში, როვნოში, ხარკოვსა და ჟიტომირში მასშტაბური აფეთქებები მოხდა. მედიის ცნობით, უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში საჰაერო იერიშის საგანგაშო სიგნალია ჩართული.

ლუცკში ორი აფეთქების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ვოლინის სამხედრო ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ რუსული რაკეტები ნავთობის საცავს მოხვდა. ლუცკის მერმა, იგორ პოლიშუკმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, არ გამოაქვეყნონ ფოტოები და ვიდეო აფეთქებების ადგილიდან და არ დატოვონ თავშესაფრები.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსებს აღარ აქვთ ენა, ჰუმანიზმი, ცივილურობა, მხოლოდ რაკეტები, ბომბები და უკრაინის მიწის პირიდან წაშლის მცდელობები.

უკრაინული მედია წერს, რომ 26 მარტს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 70 რაკეტა გაუშვა. 52 რაკეტა გასროლილი იქნა შავი ზღვის ფლოტის გემებიდან სევასტოპოლის წყლებიდან და მინიმუმ 18 რაკეტა ბელარუსის ტერიტორიიდან. მიზანს მხოლოდ რვა მათგანმა მიაღწია.

 

 

პოპულარული სიახლეები