რუსი ოკუპანტები უკრაინასთან ომში მოროდიორობას აგრძელებენ [ვიდეო]

17

რუსი ოკუპანტები უკრაინასთან ომში მოროდიორობას აგრძელებენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრომ იგორ ლუცენკომ საკუთარ „ფეისბუქზე“ აღნიშნა. მისი თქმით, კიევის რეგიონში ოკუპანტები ხალიჩებსაც კი იპარავენ.

„ხუმრობა არაა. ოკუპანტები ჰოსტომელის აეროპორტის მახლობლად მაღალსართულიანი შენობებიდან ხალიჩებს იპარავენ“, – აღნიშნა ლუცენკომ.

აქვე, სამხედრო პირმა მტკიცებულებად საჰაერო დაზვერვის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რუსების სამი ერთეული ჯავშანმანქანა ჩანს, რომლითაც ოკუპანტები გადაადგილდებიან და მათ მიერ მოპარული ხალიჩები ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე დევს.

მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოკუპანტების მარადიორობის შესახებ მტკიცებულებები გამოაქვეყნა. დონეცკის რეგიონიდან ერთ-ერთმა ოკუპანტმა საკუთარ ცოლს უკრაინული სიმბარათიდან დაურეკა, რომელიც მობილურ ტელეფონთან ერთად „იპოვა“. საუბარში მან ასევე აღნიშნა, რომ ძვირადღირებული საათი, სათამაშო კონსოლი Playstation 4 და 80 ათასი გრივნა აქვს.