რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს. ინფორმაციას ამიუს შესახებ BBC-ი ქალაქ მარიუპოლის მერის მოადგილეზე, სერგეი ორლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო თეატრის შენობაზე, სადაც მარიუპოლის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა.
მარიუპოლის მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსებმა თეატრის მიმართულებით საჰაერო შეტევა გამიზნულად და ცინიკურად მიიტანეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.