https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოFinancial Times-უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე,...

Financial Times-უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ კიევი გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს

Financial Times-ის ცნობით, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.როგორც გამოცემა წერს, წინასწარი სამშვიდობო გეგმის 15 პუნქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთის ჯარის გაყვანის საკითხზე, თუ კიევი გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს და დათანხმდება შეიარაღებული ძალების შეზღუდვას. ამის შესახებ გამოცემა მოლაპარაკებაში ჩართულ სამ პირზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა სავარაუდოდ შეთანხმების დეტალები პირველად სრულად ორშაბათს განიხილეს. ეს შეთანხმება ითვალისწინებს კიევის უარს ნატო-ს ამბიციებზე და დაპირებას, რომ უკრაინაში უცხოური სამხედრო ბაზები ან შეიარაღება არ განთავსდება, სანაცვლოდ კი, უკრაინის დაცვის გარანტიას აიღებენ მისი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.

 

პოპულარული სიახლეები