უკრაინის როვნოს ოლქში ტელეანძაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, კიდევ ცხრა პირი კი დაშავდა.
როგორც „ბიბისი“ საოლქო ადმინისტრაციის უფროს ვიტალი კოვალზე დაყრდნობით წერს, ორი სარაკეტო დარტყმა სოფელ ანტოპიში განხორციელდა. ერთი რაკეტა ტელეანძას მოხვდა, მეორე კი ახლომდებარე ადმინისტრაციულ შენობას.
კოვალის თქმით, ნანგრევებში ჯერ კიდევ ხალხია მოყოლილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, როვნოს ოლქში ტელე და რადიომაუწყებლობა გაითიშა.