მთავარისაზოგადოებანინო შალამბერიძე: მაშინებს ჩემი ხალხის ასეთი დამოკიდებულება რომელსაც ჯერ სახელი ვერ მოვუძებნე

ნინო შალამბერიძე: მაშინებს ჩემი ხალხის ასეთი დამოკიდებულება რომელსაც ჯერ სახელი ვერ მოვუძებნე

ჟურნალისტი ნინო შალამბერიძე, მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება .

“ყოველდღიურად ვადევნებ თვალ ჩემს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენეს, რაც ძალიან მაშინებს უკვე, მაშინებს ჩემი ხალხის ასეთი დამოკიდებულება რომელსაც ჯერ სახელი ვერ მოვუძებნე. მესმის ფრაზები არ ვიყიდი რუსულ პროდუქცია, რადგან რუსეთმა გაანადგურა უკრაინა და დამპყრობელია… მე რიგით ქართველს ყველა ამ ადამიანთან მაქვს კითხვა: რუსეთმა გამინადგურა სამშობლო, წამართვა მიწები, დღემდე მცოცავი ოკუპაციაა ჩემს ქვეყანაში,მაგრამ აქამდე თვალებში შევციცინებდით რუს ტურისტს, ვყიდულობდით რუსულ პროდუქცია, ვემსახურებოდით ჩამოსულ ადამიანებს, რატომ ჩემი სამშობლო ირ იყო საბაბი იმისათვის რომ თავისდროზე აგვეკრძალ თუ უკრაინა უფრო დიდი სამშობლოა დღეს თქვენთვის?! ეხლა ისიც ამისხსენი ჩვენთან რომ ომი იყო ასეთი სოლიდარობა გამოგვიცხადა ვინმე? აკრძალა უკრაინამ ან სხვა ქვეყნებმა რუსუსლი პროდუქციის შეძენა, დაბლოკა რუსი ხალხი თავიანთ ქვეყანაში? გამაგებინეთ ხალხნო მე ,,უვიცს,, რა ხდება დღეს ჩვენ თავს. როგორ გგონიათ რუსეთ მიზეზი ჭირდება საომარად? იქნებ იმისთვის გვეომოს ხალხი რომ არ შემოუშვით. რამ ჩაგაგდოთ ამ დღეში და ასეთი კაცთმოძულენი რატომ გახდით. ხალხმა რა დააშავა გეკითხებით. ეს არის ჩემი გულისტკივი, მე ჩემი სამშობლო მტკივა. არა ომს….
დიდება უკრაინას🇬🇪🇺🇦 ” – ნინო შალამბერიძე.

პოპულარული სიახლეები