მთავარიმსოფლიოუკრაინის ქალაქებიდან, მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია იწყება

უკრაინის ქალაქებიდან, მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია იწყება

უკრაინის ქალაქებიდან, მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი ავრცელებს.

„9:00 საათიდან „სიჩუმის რეჟიმი“ გამოცხადდა. ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ შეიქმნება ჰუმანიტარული დერეფნები. რაც შეეხება ქალაქების რაოდენობას, ეს მხოლოდ დასაწყისია. შეიქმნება სამუშაო მოდელი, რის შემდეგაც ევაკუაცია სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდანაც განხორციელდება“, – ამბობს პოდოლიაკი.

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 3 მარტს გაიმართა. მხარეები მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.

 

 

პოპულარული სიახლეები