პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მსახიობის გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო. მან ღირსება, ვაჟკაცობა და თავმდაბლობა თავის გმირებში განასახიერა და ისეთი დაუვიწყარი სახეები შექმნა, რომლებმაც მაყურებლის სიყვარული დაიმსახურეს.
ვუსამძიმრებ გუჯა ბურდულის ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს ასეთი დიდი დანაკარგის გამო,” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის facebook გვერდზე