მთავარიმსოფლიომთელს ევროპას ბირთვული კატასტროფის გამეორება ემუქრება - მიხაილ პოდოლიაკი

მთელს ევროპას ბირთვული კატასტროფის გამეორება ემუქრება – მიხაილ პოდოლიაკი

მთელს ევროპას ბირთვული კატასტროფის გამეორება ემუქრება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერში“ დაწერა.

ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ცეცხლის ქვეშაა! მთელს ევროპას ემუქრება ბირთვული კატასტროფის გამეორება. რუსებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ!“,- წერს მიხაილ პოდოლიაკი.

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. როგორც დმიტრო კულებამ განაცხადა,„რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე ათჯერ დიდი იქნება“.

 

პოპულარული სიახლეები