https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - შეხვედრის შედეგის დიდად არ მჯერა, მაგრამ დაე, სცადონ, რათა...

ვოლოდიმირ ზელენსკი – შეხვედრის შედეგის დიდად არ მჯერა, მაგრამ დაე, სცადონ, რათა შემდგომ უკრაინის არც ერთ მოქალაქეს არ ჰქონდეს ეჭვი, რომ მე, როგორც პრეზიდენტი, არ შევეცადე ომის შეჩერებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ყვება.

„ჩვენ ორი წელია, არ გვისაუბრია, დღეს კი მე ძალიან დიდხანს და არსებითად ვესაუბრე. დეტალურად განვუმარტე მას, რომ ჩვენი შეტაკება შეუძლებელია. მე არ მინდა, ბელარუსიდან უკრაინაში რაკეტები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაფრინავდნენ. არ მინდა, რომ ბელარუსიდან უკრაინაში შეიარაღებული ძალები მოდიოდნენ“, – აცხადებს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკომ მას შესთავაზა, რომ უკრაინული და რუსული დელეგაციები ერთმანეთს მდინარე პრიპიატზე შეხვდნენ.

„ხაზს ვუსვამ, ყოველგვარი პირობების გარეშე. გულწრფელად ვიტყვი: როგორც ყოველთვის, ამ შეხვედრის შედეგის დიდად არ მჯერა, მაგრამ დაე, სცადონ, რათა შემდგომ უკრაინის არც ერთ მოქალაქეს ეჭვი არ ჰქონდეს, რომ მე, როგორც პრეზიდენტი, არ შევეცადე ომის შეჩერებას, როდესაც იყო მცირე, მაგრამ მაინც შანსი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ყველა ადგილზეა – პრემიერიც, არმიაც, მთავარსარდალიც და ისინი დაიცავენ სახელმწიფო საზღვრებსა და ქვეყანას.

აქვე, ზელენსკი აღნიშნავს, რომ ისინი თითოეულ სამხედროს, რომელსაც ხელში იარაღი უჭირავს, თვეში 100 ათას გრივნას გადაუხდიან, რათა მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ქვეყანა მათი მადლიერია და ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე ომი არ დასრულდება.

 

 

პოპულარული სიახლეები