მთავარიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი: იმდენ ხანს ვიბრძოლებთ, რამდენიც დასჭირდება ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას

ვოლოდიმირ ზელენსკი: იმდენ ხანს ვიბრძოლებთ, რამდენიც დასჭირდება ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას

ჩვენ ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ქვეყნის გათავისუფლებას. თუ ბავშვები უკვე იბადებიან თავშესაფრებში, მაშინაც კი, როცა დაბომბვა გრძელდება, მაშინ მტერს არანაირი შანსი არ აქვს ამ სახალხო ომში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მსოფლიომ დაინახა, რომ უკრაინელები ძლიერები და მამაცები არიან. უკრაინელები მშობლიურ მიწაზე არიან და არასოდეს დათმობენ მას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მას რუსეთთან მოლაპარაკებების ორგანიზება შესთავაზეს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

პოპულარული სიახლეები