მთავარიმსოფლიოჩინური მედია: ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინთან საუბარში მზადყოფნა გამოთქვა უკრაინასთან უმაღლეს დონეზე...

ჩინური მედია: ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინთან საუბარში მზადყოფნა გამოთქვა უკრაინასთან უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ჩინეთის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი გზით კონფლიქტის დარეგულირებას მხარს დაუწერს.

ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინთან საუბარში მზადყოფნა გამოთქვა უკრაინასთან უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებისთვის.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რუსეთის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ, რათა ხალხის სიკვდილი შევაჩეროთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

პოპულარული სიახლეები