https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოუკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას 30-ზე მეტი...

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს

რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით და არტილერიით 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქ მარიუპოლის საცხოვრებელი უბნების და აეროპორტის მიმართულებით „სმერჩის“ სისტემებიდან გახსნეს ცეცხლი, რის შემდეგაც სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, დაბომბვის შედეგად მარიუპოლის აეროპორტის ასაფრენი ზოლი დაზიანდა.

უკრაინული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიევის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი „ან-26“ ჩამოვარდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.

 

 

პოპულარული სიახლეები