მთავარისამართალიპოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1997 წელს დაბადებული თ.ქ., 1995 წელს დაბადებული ი.ა. და 1987 წელს დაბადებული დ.ბ. დააკავეს. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობა ედებათ ბრალად.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში, 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოპულარული სიახლეები