https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიპოლიტიკანიკა მელია - ჩემი მეგობრული გაფრთხილება იყო მიშასთვის, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი,...

ნიკა მელია – ჩემი მეგობრული გაფრთხილება იყო მიშასთვის, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, ამერიკელების და ევროპელების განწყობა, უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა

ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს ვიდეომასალაში, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა. „იმედში“ აღნიშნავენ, რომ ვიდეომასალა მათ მოქალაქემ მიაწოდა. ვიდეო 4 თებერვალს არის გადაღებული.

როგორც მელია აღნიშნავს, დღეს რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ უსუსურობაა და სიზარმაცის ბრალია, რომ არჩევნებში ხმები თვითდინებით მიიღეს.

„50 პროცენტი, დღეს რომ ხელისუფლებაში არის „ოცნება“, არის ჩვენი ბრალი, ჩვენი უსუსურობაც. ჩუღურეთის რაიონის ძირითადი აქტივისტი, თავმჯდომარე რომ გეტყვის მე აქ გამმარჯვებელი არ ვარ, თუ ვიმუშავებთ კი. ჩვენ ავიღეთ „სამატიოკით“ ეს ხმები, ეს არის სიზარმაცის ბრალი. მაგიტომ ზარმაცობს ხალხიც, ჩვენი ძვირფასი ოჯახის წევრებივით უბნის უფროსების დონეზე რომ ქონებოდათ ურთიერთობა, იქ რომ ჩავდივარ ხომ ვიცი უკვე, რომ თავი რომ ატკივდებოდათ უკვე ჩვენ გვირეკავენ, გამიგეთ რა და ასე ნუ მესაუბრებით“, – აცხადებს ნიკა მელია გავრცელებულ ვიდეოში.

ამასთან, ნიკა მელია ვიდეოჩანაწერში მხარდამჭერებს მიმართავს:„ თქვენ თუ თქვენ მეზობლებს ეუბნებით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის „თავისუფლება მიშას“ არ გამოვა.

მელიას თქმით, საჭიროა ხალხთან ღია ლაპარაკი, რადგან ამომრჩეველი სხვადასხვანაირია.

 

 

პოპულარული სიახლეები