https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიპოლიტიკადედაქალაქის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გამოეხმაურა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გამოეხმაურა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გამოეხმაურა, რომელშიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მხარდამჭერებს ესაუბრება.

როგორც კახა კალაძემ გადაცემა „შაბათის ქრონიკის“ ეთერში აღნიშნა, ამ ჩანაწერში სიახლე არაფერი ყოფილა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცოდა, რომ მათ არჩევნებზე საზოგადოების მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა არ ექნებოდათ.

„ეს ჩანაწერი სიახლე არ არის. ჩვენ ამ ყველაფერზე ყოველთვის ვსაუბრობდით. აღნიშნული პარტია არის ძალა, რომელიც დაფუძნებულია სიცრუეზე, ბოროტებაზე. ისინი კადრულობენ ყველაფერს, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცოდა, რომ მათ საზოგადოების მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა არ ჰქონდათ. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნების დროს, დადგა შესაბამისი შედეგი – ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მმართველ პარტიას დაუჭირა მხარე. მხარი დამიჭირა მე და ვარ ქალაქის მეორე ვადით არჩეული მერი, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მას არ სურს, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პარტიულ თემებზე საუბარი, რადგანაც მისთვის პრიორიტეტული პროექტებია, რომელიც მის გუნდთან ერთად დედაქალაქში უნდა განახორციელოს.

„მე არ მინდა მეტად შევიდე დეტალებში და „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პარტიულ თემებზე ვისაუბრო, რადგან საზოგადოება ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან ელოდება იმ სასიკეთო ცვლილებებს, რაც წინასაარჩევნოდ დავაანონსეთ. ეს არის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, სოციალური პროგრამები, რის განხორციელებასაც თანმიმდევრობით მივყვებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

პოპულარული სიახლეები