მთავარი🦠COVID19დღეს საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყდება, გადავა თუ არა სკოლები დისტანციურ სწავლებაზე

დღეს საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყდება, გადავა თუ არა სკოლები დისტანციურ სწავლებაზე

საკოორდინაციო საბჭო, არსებული ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელებს. დღეს გადაწყდება, ჩანაცვლდება თუ არა სასკოლო სივრცეში სწავლება ონლაინ სწავლებით.

ბოლო კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით, აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,6%.

სასკოლო სივრცეში განახლების შემდეგ, მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

 

პოპულარული სიახლეები